მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარი კუბელიუსი: “სამწუხაროა, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის...

ევროპარლამენტარი კუბელიუსი: “სამწუხაროა, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ირგვლივ მხარდაჭერის კონსოლიდაცია”

Published on

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ირგვლივ მხარდაჭერის კონსოლიდაცია” ასე გამოეხმაურა დღეს   ლიტველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა

,,შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს კენჭისყრა საბოლოო არაა და პარლამენტი ამ საკითხს დაუბრუნდება და შეძლებს კომპრომისის მიღწევას.

ამასთან, პოლიტიკურ უმრავლესობასა და ოპოზიციას მოვუწოდებ, დაიწყონ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადალახონ ეს ვითარება ისე, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, როგორიც იყო საქართველოს ხელისუფლების პირობა და რასაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე ეთანხმება– განაცხადა ანდრიუს კუბილუსმა

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...