მთავარისიახლეებიპოლიტიკამომხდარმა, პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა - ევროკავშირის ელჩი

მომხდარმა, პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა – ევროკავშირის ელჩი

Published on

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებამ  პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი შექმნა,რის გამოც ის კონსულტაციებს გამოსავლის პოვნის მიზნით მართავს.

“შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა, ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა, პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, გაგრძელდება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან,”- აღნიშნა ჰარცელმა.

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს ევროკავშირის ელჩმა მმართველი გუნდის ოფისში შეხვედრები გამართა.

კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...