მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ხმების დათვლის პროცესში ცესკოს დადგენილებით მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული ოცნებისა და...

დღეს ხმების დათვლის პროცესში ცესკოს დადგენილებით მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები

Published on

ამ დროისთვის უბნები დახურულია 50-ვე საარჩევნო ოლქში, დალუქულია საარჩევნო ყუთებიც და მიმდინარეობს კომისიის იმ წევრების შერჩევა, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლიან. 
ხმების დათვლის პროცესში ცესკოს დადგენილებით დღეს მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, ამ პარტიების წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არჩევის უფლება აქვს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ აქტივისტებს და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია და საშუალება მისცენ საარჩევნო კომისიის წევრებს მშვიდ გარემოში მოახდინონ ხმების დათვლა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...