მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართლის ქარის ელექტროსადგური გაიყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური გაიყიდა

Published on

15 ნოემბერს ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა. აუქციონში კომპანია შპს „კავკასიის ქარის კომპანიამ” გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი 14,400,000,00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა. გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი შპს „კავკასიის ქარის კომპანიას” აქვს შესაძლებობა აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ. თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი „გამყიდველების” მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის” ჩარიცხვა.

სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა” და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის” 100%–იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

სიახლეები

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...