მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის საჩუქარი იქნება"- ამერიკელი კონგრესმენი

“საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის საჩუქარი იქნება”- ამერიკელი კონგრესმენი

Published on

“საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება პუტინისთვის საჩუქარი იქნება” – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას. ადამ კინზინგერი ხელისუფლებას მოლაპარაკებების განახლებასა და ქართველი ხალხისთვის დაპირებული რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო არ არის რუსეთი და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს უკეთესს, ვიდრე იმას, რაც მათ პარლამენტმა უჩვენა. საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობისა და აგრესიული მეზობლისგან გამოცალკევებისთვის მიაღწია,” – წერს კინზინგერი.

კანონპროექტის ჩავარდნას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც. ისინი ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებამდე შესწორების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ.

“ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი დევიდ კრამერიც.

“ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ. საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე. სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება,” – განაცხადა კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას.

სიახლეები

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...