მთავარისიახლეებიექსკლუზივირა მიზნით უღებს ამომრჩეველი ფოტოებს ბიულეტენსა და პირადობის მოწმობას...

რა მიზნით უღებს ამომრჩეველი ფოტოებს ბიულეტენსა და პირადობის მოწმობას კაბინებში ?

Published on

ახალგაზრდული სადამკვირვებლო  მისია  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აზრით, ფეისბუქში გავრცელებული ბიულეტენების ფოტოასლები,   რომელიც გადაღებულია კაბინებში პირადობის მოწმობებთან ერთად, გადაღებულია არა ,,უბრალოდ'' სოციალური ქსელისთვის, არამედ როგორც   ერთგვარი „მტკიცებულება“ და გზავნილი დავალების მიმცემთათვის იმის შესახებ, რომ   პირმა ხმა მისცა კონკრეტულ პარტიას.  
„ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში ფოტო გადაუღო ბიულეტენს და საკუთარ პირადობის მოწმობას. დღის განმავლობაში რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ხმის მიცემისას ფოტოს გადაღების თაობაზე, უმეტეს შემთხვევაში ცალკეული პირები აცხადებენ, რომ ამომრჩევლები ამას სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად აკეთებენ, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ფოტომასალა, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გასავრცელებლად არ ყოფილა გადაღებული. 
აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის კაბინაში ფოტოს გადაღება წინა წლებში გამოიყენებოდა ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანის კონტროლის საშუალებად, როცა კონკრეტული პირები ამომრჩევლებისაგან „მტკიცებულების“ სახით მოითხოვდნენ ფოტომასალას კაბინიდან. მიგვაჩნია, რომ დღეს დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ამ მიზნით იღებენ ამომრჩევლები ფოტოებს კაბინაში და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საარჩევნო კომისიამ ზედმიწევნით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა, რათა ამით გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობებიც.მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დეტალურად გამოიკვლიონ სიტუაცია. თავს ვიკავებთ საჯაროდ ჩვენს ხელთ არსებული ფოტოების გავრცელებისაგან, თუმცა მივაწვდით მათ პროკურატურის ორგანოებს“, – ნათქვამია ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თანდართული ფოტომასალა მოპოვებულია ,,ოდიში ნიუსის’’ მიერ, სოციალურ ქსელში მმართველი პარტიისადმი ერთგულების დასტურად გამოქვეყნებული და თავმოსაწონებლად გადაღებული ფოტომასალებისგან განსხვავებით, იგი  მოგვაწოდა ამომრჩეველმა, რომელიც იძულებული გახადეს  თავისი ნების წინააღმდეგ მიეცა ხმა. მისი უსაფრთხოების მიზნით, ფოტოზე  დაფარულია მონაცემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია  ამ კონკრეტული ამომრჩევლის იდენტიფიცირება.  
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...