მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროპული საქართველოს''ლიდერები არ გამორიცხავენ არცერთ რადიკალურ ნაბიჯს, არჩევნების ბოიკოტის ჩათვლით

,,ევროპული საქართველოს”ლიდერები არ გამორიცხავენ არცერთ რადიკალურ ნაბიჯს, არჩევნების ბოიკოტის ჩათვლით

Published on

“მე არ მიყვარს ხოლმე შეთქმულების თეორიები, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა” – აცხადებს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერიი დავითბაქრაძე.

წარმოუდგენელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, რომ მაგალითად, ანზორ ბოლქვაძე წავიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ან მირზოევი ან ძალიან ბევრი ის მაჟორიტარი, რომელიც ამ სიაშია და ხმა არ მისცა კანონპროექტს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.” – ამბობს იგი.’  

”ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციის რეაგირების ფორმებსა და მეთოდებზე საუბრობს: “ჩვენ ახლა გვექნება კონსულტაციები ჯერ ჩვენ გუნდში, ჩვენს პარტნიორებთან, ოპოზიციასთან, ეს არის ახალი და ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის, მაგრამ ეს რეალობა ძალიან ცუდად დამთავრება ივანიშვილისთვის და ამ ახალ რეალობაში არცერთი რადიკალური ნაბიჯი აღარ არის გამორიცხული იმის ჩათვლით, რომ აქტიური ბოიკოტი იყოს ამ სისტემით არჩევნების, ისე, რომ ეს სისტემა ვეღარ იარსებებს ჩვეულებრივად, ივანიშვილის სისტემა”აცხადებს გიგა ბოკერია

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...