მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო თანამდებობიდან გადადგა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო თანამდებობიდან გადადგა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

Published on

„მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ მაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობოდან გადამდგარმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“.

ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამაზე პასუხები არ მაქვს. უბრალოდ, ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება ჩემი როგორც ვიცე-სპიკერის და უბრალო მოქალაქის, ვფიქრობ, რომ ეს იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

მისივე ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო პარტიაც და პარტიის თავმჯდომარეც.

„ერადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს სხდომა, ალბათ, პარტიისთვის დანაკარგით დასრულდებოდა. რადგან დადგა ისეთი შედეგი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტია ინფორმირებული იყო“, – განაცხადა თანარ ჩუგოშვილმა

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდა, რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...