მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ბერძენიშვილი: „დავით უსუფაშვილმა პანდორას ყუთი გახსნა''

ლევან ბერძენიშვილი: „დავით უსუფაშვილმა პანდორას ყუთი გახსნა”

Published on

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პარტიიდან დავით უსფშვილის წასვლას ეხმაურება.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიაში“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და შესაძლებელია, რომ პარტიის სხვა წევრებიც გაჰყვნენ. „დავით უსუფაშვილმა გახსნა პანდორას ყუთი და თუ ვინმეს რამე სურვილი ჰქონდა, რაღაც მოტივით თავი დაეღწია „რეპუბლიკური“ ტყვეობისთვის, თუკი ეს ტყვეობაა ვინმესთვის, ყველა თავისუფალია და ის წავა. პარტიაში არის პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, ყველა მდივანი ადგილზეა და არც ერთი წასვლას არ აპირებს, ჯერ-ჯერობით ასეა. რთული პროცესია, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რაც აქამდე არ გინახავს. “რესპუბლიკური პარტია“ ათასობით ადამიანმა დატოვა და ათასობით ადამიანი შემოვიდა, ასეთი პარტიაა, მას ტოვებენ ხოლმე, მაგრამ არასოდეს არ კვდება იმის გამო, რომ დიდი ან პატარა ვინმე მიატოვებს”, 
როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს,ამ დროისთვის პარტიის დატოვების შესახებ სამი განცხადებაა შესული, მათ შორის დავით უსუფაშვილის და ფრიდონ საყვარელიძის.  სხვა არც ერთ პარტიის წევრს არ მოუმართავს. პაატა ზაქარეიშვილი დიდი ხანია წასულია, წავიდა არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკაში არ რჩება, თუმცა ეს ადრე მოხდა, უსუფაშვილამდე. ჩვენ არასოდეს არ ველოდით არავისგან ასეთ ნაბიჯს, მაგრამ ადამიანებს სრული უფლება აქვთ, გადადგან რა ნაბიჯებიც გაუხარდებათ. მოლოდინი, რომ პარტიას დატოვებდა, მე არც უსუფაშვილისგან მქონდა, არც მათ შორის ზაქარეიშვილისგან, არ ველოდებით ასეთ რამეს, რადგან პარტიას აქვს თავის ღირებულებები, რომელიც ყველასთვის იყო საერთო. ეს ღირებულებები როდის გახდება ვინმესთვის ტვირთი მე არ ვიცი, პარტიიდან წასულები ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, გახდაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თინა  ხიდაშელის განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ჯერ არ მიუღიათ.
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...