მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა კვორუმი...

საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა

Published on

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3-ის წინაარმდეგ ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესი 12 ნოემბერს ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 13 და 14 ნომბერს კი ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელეს. საბოლოოდ მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ სხდომაზე ღია კენჭისყრა გაიმართებოდა ანუ ყველას თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო პოზიციის დაფიქსირება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...