მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროეტი ჩააგდო - ივანიშვილი უკანასკნელ ტანგოს იცეკვებს

საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროეტი ჩააგდო – ივანიშვილი უკანასკნელ ტანგოს იცეკვებს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

“შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით.

ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა” – თქვა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, თალაკვაძე ამბობს, “მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმების საკმარისი მობილიზაცია”.

”საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ხელი დაიბანა: “იმ ადამიანებს, ვისაც ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დაპირდა ვეტყვი, რომ ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ეს დანაპირები ვერ განახორციელა. განაცხადა მან ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ.

აღშფოთებული ოპოზიცია ამბობს ,,ივანიშვილი მიიღებს პასუხს ამ მორიგ, მაგრამ ერთერთ უმნიშვლოვანეს ტყუილზე – როგორც რომან გოცირიძე ამბობს ეს იქნება მისი უკანასკნელი ტანგო, დღეს კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ რომან გოცირიძემ  უმრავლესობის წევრებს ფურცლები მიაყარა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...