მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმური კარუსელები და მანდარინიჭამია მარკირებულები

ბათუმური კარუსელები და მანდარინიჭამია მარკირებულები

Published on

ბათუმის 63-ე უბანზე ხმის მიცემა სცადეს მოქალაქეებმა, რომელთაც ხელზე მარკირება აღენიშნათ ანუ უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სხვა უბანზე.  საუბნო კომისიის თავმჯდომარის რამაზ სეფერთელაძის განცხადებით,  პირებმა, რომლებსაც ხმის მიცემა უნდოდათ, მაგრამ ხელზე მარკირება დაუფიქსირდათ, მიზეზად დაასახელეს ის, რომ ჭამეს მანდარინი, თუმცა კომისიამ ეს არ ირწმუნა და  უბანზე არ დაუშვა ისინი. 
"მანდარინს ჭიშკართან არიგებენ, თუ რა ხდებოდა არ ვიცი. ვისაც ჰქონდა მარკირება ხელზე, მიზეზად დაასახელა, რომ ჭამა მანდარინი. დაიბანეს ხელი, მაგრამ მაინც ჩანდა მარკირების კვალი. უარი ვუთხარით, არ მივაცემინეთ ხმა და განაწყენებული წავიდნენ. სამი ადამიანი ძალიან გაჯიუტდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, მათი პირადობების ქსეროასლები გადავიღეთ და გვაქვს საქმეში. მანდარინი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყვანეს", – აღნიშნა რამაზ სეფერთელაძემი ინტერპრესნიუსთან საუბარში 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...