მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა განცხადებას აკეთებს: რიგ საარჩევნო უბნებთან ნასვამი სპორტსმენების დიდი კონცენტრაციაა

ნაციონალური მოძრაობა განცხადებას აკეთებს: რიგ საარჩევნო უბნებთან ნასვამი სპორტსმენების დიდი კონცენტრაციაა

Published on

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან. 
თინათინ ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ მოხდეს გარკვეული პროვოკაციები. 
„რამდენიმე ოლქში არის დაპირისპირების საფრთხე. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში განსაკუთრების დიდი კონცენტრაციია სოფელ გარეჯვარში, 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზომები ახლავე მიიღოს, რათა არ მოხდეს პროვოკაციები ამ უბნებთან. დათვლის დროს არ იყოს ისეთი ინციდენტები, როგორიც ჩვენ 8 ოქტომბერს ვიხილეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანების საკმადო დიდი ჯგუფი იკრიბება. 
ბოკუჩავას განცხადებით, ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას.
„აქაც მივმართავთ შსს-ს, რომ წარმომადგენლები მიავლინონ, რათა არ მოხდეს რაიმე ძალადობრივი ან სხვა ტიპის დაპირისპირება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ვაზისუბანში, ისევე როგორც დიღომში რამდენიმე დამკვირვებელს გადაღების საშუალება არ მიეცათ. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი. ასევე რამდენიმე უბანია, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა უბნებზე რამდენჯერმე, კერძოდ, მთაწმინდაზე რამდენიმე უბანზე, ისანსა და მარნეულში.
„არის დაშინების მცდელობები, რომელიც ხდება უშუალოდ უბნის გარეთ. აქ ძირითადად ეს ხდება კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანების ჩარევით, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. მოვუწოდებთ შსს-ს, ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა უზრუნველყოს, რათა ადამიანებმა თავისუფალად შეძლონ უბნებზე მისვლა“, – განაცხადა ბოკუჩავამ. 
მისივე თქმით, გორში აქტივისტ ალბერტ მერებაშვილს ცემეს და სწორედ ის ადამიანი – კობა ბერიანიძე, რომელიც მერებაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, „ქართული ოცნების“ ოფისთან და საარჩევნო უბანთან სპორტსმენების შეგოროვებას კოორდინაციას უწევს. 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...