მთავარისიახლეებიპოლიტიკატყუილი - არა პირველი, მაგრამ უკანასკნელი. როგორ მოატყუა ივანიშვილმა ელჩები

ტყუილი – არა პირველი, მაგრამ უკანასკნელი. როგორ მოატყუა ივანიშვილმა ელჩები

Published on

თუ ეს კანონი ჩავარდა, ეს იქნება  ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  რომან გოცირიძემ  ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განუცხადა.

  რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი იქნება, რა სიგნალებს მიიღებს   ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისგან. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩები მოატყუა.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია   ბიძინა ივანიშვილის მრავალ მილიარდიანი ტყუილები. ეს ტყუილი, რომელიც მან საზოგადოებას გადმოუგდო, უკვე არ იზომება მილიარდებით და მილიონებით. ეს არის სხვა მასშტაბის ტყუილი. თუ ეს კანონი ჩავარდა, ეს იქნება  ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი. წარმოუდგენელია, რომ ორი თვის წინ 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი და შემდეგ იმ ადამიანების ნაწილს ღირსების გრძნობა აღუდგა და თურმე ივანიშვილის საწინააღმდეგოდ პოზიცია გამოხატა. არ ხდება ასე, იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც იტყვის ივანიშვილი. ჩავარდება? – ეს იქნება მის მიერ მოწყობილი მორიგი კლოუნადა, რაც გააკეთა ერთხელ უკვე ქუთაისში, როცა კონსტიტუცია ჩააგდო ფაქტობრივად ე.წ. მაჟორიტარების ბუნტის სახით. ამ სისტემის გასვლა-არგასვლის საკითხი დამოკიდებულია ივანიშვილზე ზემოქმედების ფორმაზე, რა სიგნალებს მიიღებს დასავლეთისგან“, – განაცხადა  რომან გოცირიძემ

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...