მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭები" - კობახიძე და იგივენი მეორე აქტში ოცნების სპექტაკლისა...

„ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭები” – კობახიძე და იგივენი მეორე აქტში ოცნების სპექტაკლისა სახელად ,,პროპორციული საარჩევნო სისტემა”

Published on

„ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით,” – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ტრიბუნიდან მიმართა.

კობახიძემ დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წამოსული დეპუტატები ახსენა.

მისი განცხადებით, „ნაცების”, „შმაცების” და „შმაცუნების” შეცვლა არ მოხდება.

აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე” მოჰყვა.

2018 წელს თქვენ ქართულმა საზოგადოებამ გამოგაცხადათ, რომ ხართ ბოროტება, – ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება ისაუბროს საზოგადოების სახელით.

„2018 წელს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი – „თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, არა ნაცებს, არა ბოროტებას“, მაშინ მოდით არჩევნებზე და დაააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. 1 150 000 ადამიანმა საქართველოში დააფიქსირა, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, მინიმუმ 1 150 000 ადამიანმა. შესაბამისად, თქვენ საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა,“ – განაცხადა  მან.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...