მთავარისიახლეებისაზოგადოება„გრანელის სევდა და სხვა“-ზურაბ ცხონდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„გრანელის სევდა და სხვა“-ზურაბ ცხონდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ზურაბ ცხონდიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„გრანელის სევდა და სხვა“- ასე ეწოდება , რომელშიც ზურაბ ცხონდიას ესეებია შესული. მწერლის შემოქმედება დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა, ბევრი ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებზე.
ასოცირებული პროფესორი ზეინაბ სარიამ საღამოზე განაცხადა, რომ მას ძალიან გაუხარდა ამ ნაშრომის დაბეჭდვა. მისი თქმით, ამ წიგნში კარგად ცანს ზურაბ ცხონდიას პროფესიული ხედვა.
ზურაბ ცხონდიას მეგობარი ნონა ქობალია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის ზურაბ ცხონდიას სახელს უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი ასპექტი – პროვინციაში ( და არა პერიფერიაში) ნებსით თუ უნებლიეთ დარჩენილი, მაგრამ არა ჩარჩენილი ადამიანის ტკბილ-მწარე ცხოვრება და ზეპირი მოთხრობის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, თავისებური ხიბლი.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ოვაციები იგრძნობოდა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, ყველაზე ამაღელვებელი იყო თავად ზურაბ ცხონდიას მიერ წაკითხული საკუთარი ლექსებისა და სიმღერის მოსმენა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...