მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს -...

საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს – სააკაშვილი

Published on

“

საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, საქართველის აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განტკიცება, არამხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევად, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი.

თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, თუ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესებში იმოქმედა, ესეც მოჰყვება, ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, ზოგადად მორწმუნე ადამიანების გაქილიკება და აბუჩად აგდება, ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პროორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარის” ეთერში.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...