მთავარისიახლეებიპოლიტიკათინათინ ბოკუჩავა: მუშტი-კრივი არ არის მეთოდი, რითიც პარლამენტარები უნდა გამოხატავდნენ ...

თინათინ ბოკუჩავა: მუშტი-კრივი არ არის მეთოდი, რითიც პარლამენტარები უნდა გამოხატავდნენ მოსაზრებებს სხდომათა დარბაზში

Published on

მუშტი-კრივი, ლანძღვა-გინება არ არის ის მეთოდები, რითიც პარლამენტარები უნდა გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს სხდომათა დარბაზში, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი  თინათინ ბოკუჩავა პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დეპუტატებს შორის მომხდარ არაერთ სიტყვიერ დაპირისპირებას.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს საკითხის მოგვარება და ამ კონტექსტში დეპუტატ დაჩი ბერაიას დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.

„ჩემი ძლიერი მხარე მუშტი-კრივი არ არის და მინდა, რომ მშვიდ, ნორმალურ გარემოში წარმოვთქვა ჩემი აზრი და ასევე გადმოგცეთ მოსახლეობის აზრი, რადგან ერთი ადამიანი, რომელიც ყველა გამომსვლელის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, იქნება ეს ოპოზიციის წარმომადგენელი თუ დამოუკიდებელი დეპტუტატი, ეს არის დაჩი ბერაია. თუ ეს ადამიანია პრობლემა, გაიყვანეთ და გაანეიტრალეთ სიტუაცია“ , – აღნიშნა ბოკუჩავამ.

დეპუტატების დაპირისპირება წყალტუბოს განვითარების პროექტსა და საპატრიარქოს ირგვლივ განვითრებულ მოვლენებს მოყვა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...