მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხმის მიცემის ფარულობის წესი დაირღვა იმ დროსაც, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის...

,,ხმის მიცემის ფარულობის წესი დაირღვა იმ დროსაც, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მისცა ხმა”

Published on

,,12 საათის მდგომარეობით არჩევნები ზუგდიდში მშვიდად მიმდინარეობს, შეიმჩნევა ძირითადად მცირე მნიშვნელობის, ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. თუმცა, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი, რაზედაც დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს''.- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აქვეყნებს. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს.

,, მე-.20 უბანზე, ზუგდიდის საჯვაროს დასახლებაში, ჩვენი დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე და საოლქოს საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად მოახერხა დამკვირვებელმა შესვლა. ამავე უბანზე დაფიქსირდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მძიმე დარღვევა – ორმა ამომრჩეველმა გადაუღო ფოტო ბიულეტენს ხმის მიცემის კაბინაში. მათგან ერთ-ერთმა კი წინასწარ ითხოვა ფოტოს გადაღება თუ შემიძლიაო, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.“ აღნიშნული აკრძალვა ეხება როგორც ამომრჩეველს, ისე სხვა პირებს. გარდა იმისა, რომ ფარულობის გარეშე მიცემული ხმა უნდა გაბათილდეს, საგანგაშოა კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის უფლების მიცემა. კენჭისყრის ფარულად მიმდინარეობას უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაცია, შესაბამისად, სწორედ ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი მისი დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ სიტუაციაში კი არამც თუ ვერ უზრუნველყო კომისიამ ხმის მიცემის ფარულობა, არამედ თავად გასცა ამ დარღვევის „ნებართვა“. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულზე დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს ზემდგომი ადმინისტრაციების მხრიდან.

აღნიშნული ფაქტი წარმოშობს ეჭვს, რომ ამომრჩევლებს შესაძლოა ჰქონდეთ მითითება, დააფიქსრიონ თავიანთი მიცემული ხმა და ეს ინფორმაცია გადასცენ საარჩევნო სუბიექტებს, რითიც კონტროლდება ამომრჩევლების არჩევანი. ასეთი რამ პირდაპირ არღვევს ამომრჩეველთა ხმის უფლებებს და ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას. მივმართავთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამომრჩევლებისთვის ამგვარი მოთხოვნის კეთებისაგან.
საარჩევნო ადმინისტრაციას მოვუწოდებთ, არ მისცენ არავის, მათ შორის არც ამომრჩეველს, უფლება დაარღვიონ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. 
აქვე დამატებით აღვნიშავთ, რომ დამკვირვებელს არ ეძლევა საშუალება, დაარეგისტრიროს საჩივარი ზემოთ მითითებულ ფაქტზე და აყენებენ შეურაცხყოფას. ამ წუთებში ჩვენ ვცდილობთ, საოლქო საარჩევნო კომისიის დახმარებით მოხდეს საჩივრის დარეგისტრირება. მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიას, მიიღონ შესაბამისი ზომები აღნიშნულ საკითხზე. დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა.
ამომრჩევლებს კი შევახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, არავის აქვს უფლება ფოტო-ვიდეო გადაღება აწარმოოს კაბინაში და არავის აქვს უფლება აიძულოს ისინი, გადაიღონ ფოტო. აქვე დავამატებთ, რომ თუ ისინი უკიდურესად იძულებულნი არიან ფოტოს მეშვეობით აცნობონ ვინმეს მათ მიერ მიცემული ხმის შესახებ, ფოტოს გადაღების შემდგომ მათ შეუძლიათ იგივე სახით მისცენ მეორე სუბიექტს ხმა, რის შედეგადაც ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ასეთი გზა ძალიან მძიმე და არასასურველია, თუმცა იძულებით ხმის მიცემა უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის წესი ასევე დაირღვა მაშინ, როდესაც ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მერაბ ქვარაიამ კაბინაში მეუღლესთან ერთად მისცა ხმა. აღნიშნულ საკითხზე კვლავ კომისიის პასუხისმგებლობას ვხედავთ, რამდენადაც სწორედ კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის პროცედურების ზედმიწევნით დაცვა.'' – ნათქვამია განცხადებაში.
 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...