მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა

ლევან ვარშალომიძე მოქალაქეებს მოუწოდებს მივიდნენ უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ხმა

Published on

„აჭარაში 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა დაბალია და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იყვნენ უფრო აქტიურები, მოვიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი ხმა, იმიტომ, რომ რეალობა აჭარაში შეიძლება შევცვალოთ, ეს არჩევნები აჭარის უმაღლესი საბჭოს ბედს გადაწყვეტს – თუ ვინ იქნება აჭარაში, ვინ რას გააკეთებს და როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. დაფიქსირდა უამრავი დარღვევა აჭარის სხვადასხვა უბანზე. ქობულეთში მე-4 და მე-8 უბნებზე დაფიქსირებულია მარკირების გარეშე ადამიანის შეღწევა. ხელვაჩაურის 28-ე და 29-ე უბნებზე „ქართული ოცნება“ წარმართავს აგიტაციას პირდაპირ უბნებთან. ქობულეთში მე-6 უბანზე დაფიქსირებულია კომისიის თავმჯდომარის პირადი შეურაცხყოფა ჩვენი წარმომადგენლის მიმართ. ხელვაჩაურში დაფიქსირებულია კომისიის წევრებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან მითითებების მიცემა“, -განაცხადა  აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველმა ნომერმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ბათუმის მე-8 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...