მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს შეუჩერებენ

„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს შეუჩერებენ

Published on

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

თემურ გოცირიძე პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ „პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

„საქართველოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების საკითხი არის დარეგულირებული საქართველოს კონსტიტუციის მუხლებით. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით. ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ვანო ზარდიაშვილის პირადი განცხადება. შესაბამისად, მისი ადგილმონაცვლე იქნება სიით მომდევნო კანდიდატი. ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი ზარქუამ უარი თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და მას შემდეგ სიით მოდის ბატონი თემურ გოცირიძე. გოცირიძემ განაცხადა თანხმობა და მას სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი იმავე მუხლების საფუძველზე უყრის კენჭს მის კანდიდატურას“, – განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...