მთავარისიახლეებიპოლიტიკაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

Published on

 როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველი საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.მან არ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში 22-ე უბანზე  საარჩევნო უბნის გახსნა დროზე  ადრე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. .
ცესკოს ბრიფინგზე მთაწმინდის მე-18 უბანზე გუშინ გამოვლენილი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, ამ უბანზე მივიდა რამდენიმე პირი, რომლებმაც თავი წარადგინეს, როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები და შეეცადნენ მიეღოთ ინფორმაცია ამომრჩეველთა სიებისა და პირადი მონაცემების შესახებ, ამ ფაქტზე აღძრულია საქმე.
ცესკომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არ დააკონკრეტა თუ რომელი პარტიიდან იყვნენ აღნიშნული პირები. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...