მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან მოდის პირველი ცნობები დარღვევების შესახებ

ზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან მოდის პირველი ცნობები დარღვევების შესახებ

Published on

ზუგდიდის  საარჩევნო უბნებიდან მოდის  პირველი ცნობები გარკვეული პროცედურულ-ორგანიზაციული ხასიათის დარღვევების შესახებ.
 ,,9 საათისათვის დაფიქსირებული შემთხვევები არასაკმარისი კვალიფიკაციის და პროცედურების არცოდნითაა გამოწვეული – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯის" თავმჯდომარე იაგო ფასანძე
 ,,დაიწყო დარღვევები: უბანზე დამკვირვებელს არ უშვებენ იმის გამო, რომ ბეიჯზე არაა აღნიშნული მეორე ტურის არჩევნებზე დაკვირვების უფლება. აი ამ კომისიის თავმჯდომარეს რომ უბანზე გაუშვებს საოლქო…უბანზე საოლქოს წარმომადგენლის გამოძახება გახდა საჭირო. დროულად მოვიდა და   ერთად ავუხსენით დამკვირვებლის უფლებები'' – იტყობინება  იგი 20 – ე  საარჩევნო უბნიდან.  
დამკვირვებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ, რომ ზუგდიდის ათამდე საარჩევნო უბანზე კამერებს არ ართვევინებენ, ეუბნებიან რომ კამერით გადაღება არ შეიძლება
.,,კომისიის თავმჯდომარეების ნაწილმა თურმე დღეს გაიგო, რომ უბნებზე კამერებით გადაღების უფლება არსებობს.დილიდან რიგ უბნებზე პრობლემებს ქმნიან ამის გამო. დილიდანვე ათი უბნიდან  მაინც დამირეკეს ამაზე'' – წერს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი ანი წითლიძე''. 
დამკვირვებლები აფიქსირებენ, აგრეთვე, რომ  თითქმის ყველა უბანში ეუბნებიან, რომ საჩივრების ოქმები არ არსებობს ( ,,  საჩივრები რომ არ დაიწეროს''),
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...