მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილისა და ვასაძის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა - ისინი რეალურად...

ივანიშვილისა და ვასაძის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა – ისინი რეალურად ერთი ფასეულობების მატარებლები არიან

Published on

ივანიშვილისა და ვასაძის ფარული შეხვედრა – ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და ლევან ვასაძე უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვასაძე ივანიშვილს რაღაცაზე გაუბრაზდა და ამ განცხადებით გადაწყვიტა რაღაც მიენიშნებინა ივანიშვილისთვის.
ოპოზიციციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ივანიშვილისა და ვასაძის ინტერესები ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ემთხვევა და ამიტომ ისინი თანამშრომლობას ამ განცხადების მიუხედავად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

“ისედაც ნათელია, რომ ეს აგრესიული ჯგუფები ამოფარებულები არიან საქართველოს ეკლესიას და ტრადიციებს დასინამდვილეში სხვა ფასეულობების მატარებლები არიან. უნდა განვიხილოთ პატრიოტთა ალიანსთან ერთად. ეს და ამგვარი ტიპის აგრესიული ჯგუფები ივანიშვილის რეჟიმის არაგაომკვეთილ, არაგაცხადებულ გაგრძელებად” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე.

,,რაზე ლაპარაკობდა ეს ორი ,,ინტელექტუალი””, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ”, მაგრამ ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის – აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი .

მეორე არის, რომ პრორუსი ამომრჩეველი საქართველოში სასრულია და ეს უნდა გაიყონ და მერე შეაერთონ, ალბათ, არჩევნების მერე, თუ ამას საერთოდ მოახერხებენ. რუსებიც და პრორუსებიც საქართველოში ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად მიიპყრონ ეს პრორუსი ამომრჩეველი, თუნდაც ცალცალკე და შემდეგ ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან კოალიცია. ეს არის ის, რაზეც დღეს შეიძლება, დღეს ვილაპარაკოთ.

შეგახსენებთ, ლევან . ვასაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის “თხოვნითა და წინადადებით” მას ორჯერ შეხვდა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...