მთავარისიახლეებიმსოფლიო2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება.

2021 წლიდან ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება.

Published on

2021 წლიდან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მობილურობის საკითხებში ელკ დენ ბრანდტმა განაცხადა. გამონაკლისი შემთხვევები მხოლოდ ქალაქის ცალკეულ ნაწილებში დაწესდება, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა.

მინისტრის თქმით, მათ მიზანს ბრიუსელის ქუჩებზე უსაფრთხოების მაქსიმალური გაზრდა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება წარმოადგენს. ამასთანავე, ბრიუსელის ქუჩებში სიტუაციის გაკონტროლებას უფრო მეტი პოლიციელი შეეცდება.

ბრიუსელი ავტომობილების გარეშე – ქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია ამ დევიზით იბრძვის ქალაქის განტვირთვის . შეგახსენებთ, სექტემბერში ტრანსპორტის ამ სახეობაზე ერთი დღით უარი თქვა. ერთი დღის განმავლობაში ყველა ველოსიპედით და თქვნე წარმოიდგინეთ, ცხენითაც კი მგზავრობდა. ვინ გორგოლაჭებზე იდგა, ვინ – ჩვეულებისამებრ საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობდა, რომლისთვისაც დღეს, სახელად  „ბრიუსელი ავტომობილის გარეშე“ – გამონაკლისი დაუშვეს.

მგზავრებს მგზავრობის საფასურის გადახდა არ უწევდათ. ერთი დღით ის, უფასო იყო. ცვლილებები ავტომობილების სიჩქარის ახალი ზღვრული ნორმის დაწესებაში, რომელთაც ქალაქის მმრთველობა მოსახლეობას 2021ც წლიდან პირდება ამ განწყობებზე გამოხმაურებას წარმოადგნს – ავტომობილით გადაადგილება აზრს კარგავს და გადასხდომა ველოსიპედებსა და საზოგადოებრივ ტრაბნსპორტზე უფრო მოხერხებული ხდება.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...