მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

Published on

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში.
არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.
 არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში დეპუტატობის შემდეგი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას: 
ფოთის #61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება). 
სენაკის #63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება). 
ხობის #64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია. 
წალენჯიხის #67 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ქარდავა (ნაციონალური მოძრაობა) და გოგა გულორდავა (ქართული ოცნება).
 ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქი : ლევან კონჯარია (ნაციონალური მოძრაობა) და მერაბ ქვარაია (ქართული ოცნება). 
რაც შეეხება ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ ოლქს,  აქ პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ქართული ოცნების კანდიდატმა ედიშერ თოლ;ორაიამ და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა დააგროვეს და მათი სახელები და გვარები   აღნიშნულია ბიულეტენზე, მიუხედავად იმისა, რომ სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე პირველი ტურის შედეგების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად თქვა უარი
რაც შეეხება გამგებლის არჩევნებს, აქ ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგია, ენმ-დან კი ბესიკ გაბუნია დაუპირისპირდებიან.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...