მთავარისიახლეებიექსკლუზივისანდრა რულოვსი: მინდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ იდენტიფიკაციის ამგვარი კონტროლი ყოვლად შეუძლებელია

სანდრა რულოვსი: მინდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ იდენტიფიკაციის ამგვარი კონტროლი ყოვლად შეუძლებელია

Published on

 

სანდრა (ელისაბედ) რულოვსი თავის ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს:
,,მიუხედავად იმისა, რომ უარი ვთქვი მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ როგორც გაირკვა, საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, რომ ხვალ, მეორე ტურში, შემოხაზონ 41 ნომერი ოთხკუთხედის ფორმით, რათა ამ გზით გააკონტროლონ მათ მიერ მიცემული ხმები. 
22 ოქტობერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განმეორებითი არჩევნების დროს, მრავლად დაფიქსირდა ამგვარი ფორმით შემოხაზული ბიულეტენები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამომრჩეველმა დაიჯერა…
ეტყობა რომ ამ ,,ახალი ექსპერიმენტის'' აპრობირება მოახდინეს ზუგდიდში განმეორებითი არჩევნების დროს, 22 ოქტომბერს, რამაც თავისი შედეგ გამოიღო: 
თუ 8 ოქტომბერს ვიგებდი 213 ხმით თოლორაიას 148 ხმის წინააღმდეგ, განმეორებითი არჩევნების დროს, 22 ოქტომბერს დადგა საპირისპირო შედეგი თოლორაიას სასარგებლოდ: 285 ხმით ჩემს უკვე 156 ხმის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, გაყალბების სხვა მეთოდებთან და გარემოებებთან ერთად, ამომრჩეველზე დაშინების ამ მექანიზმმაც იმუშავა.
მინდა დავარწმუნო ამომრჩეველი, რომ იდენტიფიკაციის ამგვარი კონტროლი ყოვლად შეუძლებელია და მან თავი უნდა იგრძნოს დაცულად და თავისუფლად და მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევანი გააკეთოს მშვიდ გარემოში.''
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...