მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაინაწილე პასუხისმგებლობა - მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა

გაინაწილე პასუხისმგებლობა – მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა

Published on

მაგდა პოპიაშვილი -კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის წევრი“

რატომაა მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში?

მონაწილეობითი ბიუჯეტირება უპირველესად ითვალისწინებს მოქალაქის მონაწილეობას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. იმის გათვალისწინებით თუ რამდენი მილიონი ლარი იხარჯება ყოველწლიურად მუნიციპალიტეტებში იქ კმაყოფილების დონე გაცილებით მაღალი უდნა იყოს.მოსახლეობა არის აბსოლუტურად ცალკე და საკრებულო  დაგეგმვის პროცესიდან დაწყებული განხორციელების პროცესამდე ცალკე, მათი კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს.სწორედ ამიტომ, მონაწილეობით ბიუჯეტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. არის თვითმმართველოები, სადაც  200-280 დასახლებაა, შესაბამისად, ერთ მერს ან მერიაში მომუშავე პირს მოსახლეობის ყველა საჭიროება ვერ ეცოდინება. ამიტომაც ჩემს სოფელში და თემში მე უნდა ვიყო აქტიური, რომ ჩემი პრობლემები მოგვარდეს.

რა ფაქტორები აფერხებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებას?

ვინაიდან ეს პროექტი საპილოტეა და მოსახლეობისთვისაც ჯერ ახალია, ბუნებრივია, ყველაფერი გამართული ვერ იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობა, რაც თავის მხრივ არაინფორმირებულობას უკავშირდება. მოსახლეობის ჩართულობის 20-25% არის ის მაქსიმუმი, რასაც სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს. ჩვენ თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 10-15 % მივაღწიეთ ძალიან კარგი შედეგი იქნება.

როდესაც მუნიციპალიტეტებს ვთავაზობთ მონაწილეობითი ბიუჯეტირებით  ბიუჯეტის დაგეგმვას უმთავრესი არის სწორი კომუნიკაცია მოქალაქეებთან.პირველ რიგში ინფორმირება ადამიანების რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა უფლებამოსილება აქვს თვითმმართველობის პირობებში თავად მოქალაქეს, რა არის მონაწილეობითი ბიუჟეტი და როგორ შეუძლია მასში ჩართვა.

იგეგმება თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა ყველა მუნიცპალიტეტისთვის?

პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ ათ მუნიციპალიტეტს მოიცავს, ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია,რომ გაისადვე ათივე მუნიციპალიტეტი გადავა მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  მუნიციპალიტეტებმა უკვე დაიწყონ ამ პროგრამების დანერგვა,იმისთვის, რომ მათ უკვეჰქონდეთ საპილოტე პროგრამები გაკეთებული და შემდეგ უკვე სრულფასოვნად დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით.  სამწუხაროდ, ნებაყოფლობითობის პირობებში მუნიციპალიტეტები თავს იკავებენ,  რომ თავადაც ჩაერთონ პროექტში,  რადგან მის განხორციელებას  ჭირდება თანხების მოძიება, გამოყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ბიუჯეტი შეზღუდულია ხშირად ისინი უარს ამბობენ პროექტის დანერგვაზე.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...