მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა რურუა: ,,მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიებში დამატებულია 8000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ...

ნიკა რურუა: ,,მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიებში დამატებულია 8000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც რეალურად იქ არ ცხოვრობს ან გარდაცვლილია”

Published on

მთაწმინდის რაიონში 8000-ზე მეტი ისეთი ადამიანია საარჩევნო სიებში დამატებული, რომლებიც არც ერთ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან გარდაცვლილები არიან, ან რამდენიმე წელია უცხოეთში იმყოფებიან, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი ინფორმაციით, 2013 წელს სიაში ჩაწერილია 1908 ადამიანი, 2014 წელს – 2100, 2015 წელს -1800 და 2016 წელს – 3345 და მთლიანობაში ეს 8000-ზე მეტი გამოდის.
”პირველი ტურის ჩატარების შემდეგ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ყველა ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლებამ გააყალბა და საკუთარ კანდიდატს მიუმატა ხმები. შევისწავლეთ ყველა ის მეთოდი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მეორე ტურში მათი გამოყენების უფლება არ მივცეთ. ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8000-მდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ მისამართზე არ არის, ან მიწერილია ორგანიზაციებზე, მაგრამ რეალურად იქ არ ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები”, – განაცხადა ნიკა რურუამ. 
მისივე თქმით, 2016 წელს დამატებულები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც 10-15 წელია საზღვარგარეთ იმყოფებიან. 
„2016 წელს სიაში დაამატეს ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან 10 -15 წელია, ადამიანები, რომლებიც უკვე ორი წელია გარდაცვლილები არიან, ვინც ოდესღაც ცხოვრობდა აქ მაგრამ ახლა აღარ ცხოვრობს და სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ასევე დაამატეს 2016 წელს საარჩევნო სიას”, – განაცხადა ნიკა რურუამ. 
მისი განცხადებით, სიაში დამატებული ადამიანების რაოდენობა, ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იყო გამოყენებული.
ნიკა რურუა მოუწოდებს ამ ადამიანებს, რომ მსგავს თაღლითობაში არ მიიღონ მონაწილეობა.
”ეს ცხადია არის გაყალბება, მეორე ტურში ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვინც არ არის ნამდვილი ამომრჩეველი და მონაწილეობას იღებს ამ საარჩევნო თაღლითობაში, ჩადის დანაშაულს, ამიტომ მოვუწოდებ მათ ყველას, რომ არ გახდნენ იარაღი კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, იმისთვის, რომ მოპარონ ჩვენს ადამიანებს ხმები”, – განაცხადა ნიკა რურუამ და დასძინა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ამ მასალების გასაჯაროებას.
”ჩვენ ვაპირებთ ამ მასალების გასაჯაროებას როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლოში, ვინც ამ თაღლითობაში იღებს მონაწილეობას აუცილებლად იქნება გამოვლენილი, გამოძიებული და შემდეგ ამ დანაშაულისთვის დასჯილი”, – განაცხადა ნიკა რურუამ. 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...