მთავარისიახლეებიპოლიტიკაIRI: "მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა"

IRI: “მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა”

Published on

   IRI საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას აქვეყნებს და მეორე ტურის წინ ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავს.დასკვნაში აქცენტი გაკეთებულია პირველი ტურის დროს მომხდარ დარღვევებსა და გადაცდომებზე და ნათქვამია, რომ "მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა". ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს.როგორც ანგარიშშია აღნიშნული, IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შენიშნეს, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. დამკვირვებლების აზრით, მათი უბნებზე ყოფნა ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა. ამასთან, საუბარია მარნეულის ინციდენტზეც და აღნიშნულია, რომ "მარნეულში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიციამ ძალის გადამეტებით დააკავა". გარდა ამისა, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიებმა უნდა იმუშაონ მეტი რათა გაზარდონ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული საარჩევნო გარემო. თანამდებობის პირებმა უნდა განასხვაონ თავიანთი საჯარო და პოლიტიკური როლები. რაც შეეხება სამართალდამცავების როლს, დამკვირვებლების რეკომენდაციაა, რომ უნდა გაიმიჯნოს და იყოს მიუკერძოებელი საარჩევნო საქმიანობის მიმართ.
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...