მთავარისიახლეებისაზოგადოება"კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება - ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ,სჯულისკანონზე მაღლა...

“კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება – ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ,სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება”- მამა ანდრია

Published on

სამართლიანობა იქნება ის, რომ მღვდელმთავრები მოითხოვენ ამ კაზუსის გამოსწორებას, ეს იყო კანონდარღვევა [ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განყენება]. ჩვენ თუ დარღვევებს ასე ჩვეულებრივად შევხედავთ და ვითომც არაფერი, კათოლიკოს პატრიარქს უნდა და კეთდება – ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ, მთლიანად დაირღვევა, სჯულისკანონზე მაღლა პატრიარქი ვერ დადგება. ჩვენთვის ქრისტე არის ყველაზე მაღლა. ვიღაცისთვის, შეიძლება, პატრიარქი იყოს და ჰყავდეს, არ არის პრობლემა. ჩვენ ამისკენ კი არ მივილტვით – ვის უყვარს და ვის არ უყვარს. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის, რომ მოციქულთა, საეკლესიო, მთლიანად სული არ შეიბღალოს და შეილახოს. ჩვენთვის პრიორიტეტი არის უფლის კანონები და სწორედ ამ კანონების დაცვისკენ მოვუწოდებთ მათ.თქვა მღვდელომონაზონმა ანდრია სარიამ გადაცემაში “რეაქცია”. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში” დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...