მთავარისიახლეებინარკოტიკების შემოტანა, მამათმავლობა და მრუშობა - მამა შალვა კეკელია ეკლესიაში არსებულ პრობლემებს...

ნარკოტიკების შემოტანა, მამათმავლობა და მრუშობა – მამა შალვა კეკელია ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ადასტურებს

Published on

ბოლო 6 წლის განმავლობაში 30-მდე სასულიერო პირი მღვდელმსახურებიდან ნარკოდანაშაულის, მრუშობისა და მამათმავლობის ბრალდებით განაყენეს – ამის შესახებ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია საუბრობს.

მამა შალვა აღნიშნავს, რომ მსგავს ცოდვებში შემჩნეული სასულიერო პირები ეკლესიამ დაუყოვნებლივ განაყენა. 

“ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, მოუწოდებიათ ჩვენთვის ინფორმაცია, რომ მაგალითად სასულიერო პირს ნარკოტიკი შემოუტანია ან ნარკოტიკს იხმარდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ საპატრიარქოს ამ შემთხვევაზე რეაგირება გამოუხატავს იმ წუთშივე, სასულიერო პირს შეჩერებია მღვდელმსახურება. მოქმედი სასულიერო პირები ეკლესიამ განაყენა და გაუჩერა მათ მღვდელმსახურება. ეს ცოდვებია თუნდაც ნარკოტიკთან დაკავშირებით, მრუშობის ცოდვა, მამათმავლობის ცოდვა, რომელსაც ეკლესია არ ეგუება და ამ სასულიერო პირის განკვეთა უნდა დადგეს და მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ეკლესიამ ის ოდესმე შეიწყალოს. 30-ზე მეტი სასულიერო პირია განკვეთილი სხვადასხვა ცოდვების გამო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში,”- აცხადებს მამა შალვა კეკელია.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...