მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია არჩევნების შედეგებზე: ,,შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი,...

ელენე ხოშტარია არჩევნების შედეგებზე: ,,შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი, მაგრამ ხელის გაშვერა არასწორად მიმაჩნია ”

Published on

 ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია ,,ტაბულას'' გადაცემაში ,,თეორემა“არჩევნების შედეგზე მსჯელობისას   მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებსაც შეეხო: ,, სწორად არ მიმაჩნია, რომ ის მინუსები, რაც კამპანიას ჰქონდა, უნდა დაბრალდეს მიხეილ სააკაშვილს. პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა დავუკვირდეთ, რა ვერ გავაკეთეთ სწორად. ძალიან არასერიოზულად, უპასუხისმგებლოდ და ამორალურად მიმაჩნია, რომ ხელი გაიშვირო რომელიმე ცალკე აღებული ადამიანისკენ. რაც შეეხება საბოლოო გააზრებას, რატომ ვერ ავიღეთ იმდენი ხმა, რამდენიც გვინდოდა, რატომ ვერ გავიმარჯვეთ არჩევნებში გაყალბების მიუხედავად, ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგებლობაზე უნდა ვიფიქროთ. მათ შორის, შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი, მაგრამ ხელის გაშვერა არასწორად მიმაჩნია. ”
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...