მთავარისიახლეებისაზოგადოებააფრიკაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია

აფრიკაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია

Published on

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეკობრეები ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან, შესაბამისად უცნობია მათი მოთხოვნები და გატაცებული მეზღვაურების მდგომარეობა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, აქტიური კომუნიკაცია აქვთ როგორც ბერძნულ მხარესთან ასევე ტოგოს სახელმწიფო უწყებებთან.

სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე დასავლეთ აფრიკაში ხშირია გემებზე თავდასხმის ფაქტები და ძირითადად გამტაცებლები კავშირზე 2-3 დღის განმავლობაში გამოდიან.

4 ნოემბერს, ტოგოს დროით დილის 3 საათზე საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

მეკობრეებმა ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 გაიტაცეს. 2 ფილიპინელი, 1 საბერძნეთის მოქალაქე და ერთიც ქართველი მეზღვაური.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...