მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ მხარდამჭერებს ვეუბნები - არ ინერვიულოთ_ გიორგი ვაშაძე

ჩვენ მხარდამჭერებს ვეუბნები – არ ინერვიულოთ_ გიორგი ვაშაძე

Published on

ქართული ოცნება“ შეძლებს იყოს ძლიერი ოპოზიცია, რადგან ბევრი ფული აქვს და ფინანსები გააერთიანებთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიცას უკვე შემუშავებული აქვს სტრატეგია, თუ როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ისე, რომ გაერთიანების დაშლა არ მოუხდეთ.

„გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანია, ჩვენ ერთიანად ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას. ბლოკები აკრძალეს იმის გამო, რომ ჩვენ დავშლილიყავით, მაგრამ მოვიფიქრეთ მექანიზმი, როგორ არ დავიშალოთ. ამ მექანიზმს არ ვამბობთ, იმიტომ, რომ ხვალ ნახავთ ახალ ინიციატივას ამ მექანიზმის საწინააღმდეგოს. მექნიზმი არსებობს, ამიტომ ჩვენ მხარდამჭერებს ვეუბნები – არ ინერვიულოთ, ჩვენ ერთად ვართ და აუცილებლად გაერთიანებიდან არ გადავალთ. ვინც ამ გაერთიანებაზე უარს იტყვის, ის ქვეყნის მტერია. ჩვენი სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური ძალა გაერთიანდეს. რომელი პროდასავლური პარტიებიც არ შემოვლენ გაერთიანებაში, „ევროპული საქართველო“ და სხვები, მათთან ვითანამშრომლებთ არჩევნების შემდეგ. ვისთან არ ვითანამშრომლებთ?! პირდაპირ ვამბობ, ვერანაირი თანამშრომლობის მექანიზმს ვერ ვხედავ „პატრიოტთა ალიანსთან“, ეს ძალა ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონად, რომელიც საქართველოში ანტიქართულ ინტერესებს იცავს და არის რუსეთის რუპორი. სამწუხაროდ, ამ პარტიის მხარდამჭერები შეცდომაში არიან შეყვანილები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეს ძალა აუცილებლად გადავა ოპოზიციაში. მე მინდა „ქართული ოცნება“ არ დაიშალოს, იყოს ოპოზიციაში. „ქართული ოცნება“ შეძლებს იყოს ძლიერი ოპოზიცია, რათგან მას ბევრი ფული აქვს და ფინანსები გააერთიანებთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...