Published on

ზუგდიდის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისებისა და ზედამხედველობის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ იდა ქვარაია, მიხეილ ჭკადუა და გიგა მელია თანამშრომლებს წარუდგინა.

კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსად იდა ქვარაია დაინიშნა. რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს, მას გიგა მელია უხელმძღვანელებს,ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ ჭკადუა დაინიშნა.

აგრეთვე, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ირმა ქირია, რუხის ადმინისრტრაციულ ერთეულში კი მერის წარმომადგენლად რუბენ ლუკავა დაინიშნა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ეს ადამიანები კონკურსის წესით შეირჩნენ.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...