მთავარისიახლეებიპოლიტიკადევიდ კრამერი:ბოლო პერიოდში საქართველოში რუსული გავლენა იზრდება

დევიდ კრამერი:ბოლო პერიოდში საქართველოში რუსული გავლენა იზრდება

Published on

“ღამის დებატების” კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იყო. სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის ცენტრისა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დევიდ კრამერმა და ფრენსის ფუკუიამამ შეხვედრაზე  აღნიშნეს, რომ აშშ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება, მიდის თუ არა ქვეყანა დემოკრატიის მიმართულებით. ფრენსის ფუკუიამამ კი საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობაზე ისაუბრა.   

ფრენსის ფუკუიმას შეფასებით საქართველოში არაფორმალური მმართველობა შეინიშნება. მისი თქმით აუცილებელია გამჭვირვალე მმართველობა, იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს თუ ვინ არის რელურად მოქმედი პირი.

„ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიის განვითარებას. რუსეთი რამდენჯერმე ჩაერია საარჩევნო კამპანიაში და არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც, საქართველოც ამ მხრივ მისი პირველი სამიზნე გახლავთ დღეს სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ შესაბამისმა ძალებმა მედია ტექნოლოგია იარაღად გამოიყენონ, საქართვლომ დემოკრატიის გზაზე უამრავი რამ გააკეთა, თუმცა ბევრია გასაკეთებელი ამ მხრივ. რეალურად საკითხი ისე დგას, რომ ძალაუფლება იმ ადამიანის ხელშია, რომელიც ოფიციალურად არჩეული არ არის, სწორედ ამიტომ არის საჭირო არსებობდეს გამჭვირვალე მმართველობა ზუსტად უნდ იყოს ცნობილი რეალურად ვინ არის მთავარი მოქმედი პირი“, – განაცხადა ფრენსის ფუკუიმამ.

საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს დევიდ კრამერიც. ის ამბობს, რომ ქვეყანაში გაძლიერებულია რუსული გავლენა და ამის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.

„საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არ შეიცვლება. თბილისში მალე ამერიკის შეერთებული სტატების ახალი ელჩი ჩამოვა, რომელიც მხარს დაუჭერს ელიზაბეტ რუთის საქმიანობას. შეერთებული შტატების ჩართულობა საქართველოს მიმართ იზრდება. ვაშინგტონი ინტერესს იჩენს საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და ამ კუთხით მოვლენების განვითარების მიმართ. ჩემი შეფასებით საქართველოში ბოლო პერიოდში რუსული გავლენა იზრდება და იმედს გამოვთქვამ რომ მის შესამცირებლად მუშაობა გაგრძელდება“,-განაცხადა კრამერმა.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...