მთავარისიახლეებიმსოფლიომაქდონალდსის დირექტორი თანამშრომელთან რომანის გამო გაათავისუფლეს

მაქდონალდსის დირექტორი თანამშრომელთან რომანის გამო გაათავისუფლეს

Published on

მაქდონალდსმა თავისი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ისტერბრუკი გაათავისუფლა, რადგან მას რომანი ჰქონდა მის ქვემდგომ თანამშრომელთან.

ამერიკულმა სწრაფი კვების გიგანტმა განაცხადა, რომ ურთიერთობა იყო ორმხრივი ნების მქონე, მაგრამ ისტერბრუკმა დაარღვია კომპანიის პოლიტიკა.

52 წლის ისტერბრუკმა აღიარა თავისი შეცდომა, რომელიც 1993 წლიდან მუშაობდა, როგორც მაქდონალდსის მენეჯერი ლონდონში, ხოლო შემდგომ კომპანიაში. 2015 წელს იქნა დანიშნული აღმასრულებელ დირექტორად და მის სახელთანაა დაკავშირებული მენიუს და რესტორნების განახლება. მისი ხელმძღვანელობის დროს გაიზარდა მობილური გადახდის და მიტანის არჩევანი მეტი მოხერხებულობისთვის.

კომპანიის წესების მიხედვით მენეჯერებს ეკრძალებათ მათ თანამშრომლებთან ურთიერთობა. კომპანიის შრომის იურისტის თქმით, დღეს კომპანიებისთვის ნორმალურია, რომ კრძალავენ ურთიერთობებს, ან ითხოვენ მის გამჟღავნებას. ამის მიზეზი ერთის მხრივ არის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე, ხოლო მეორეს მხრივ სამართალწარმოება, თუ ურთიერთობა დასრულდება.

სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით ასეთი აკრძალვები არის ჩარევა ადამიანი პირად ცხოვრებაში

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/business-50283720

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...