მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვიმედოვნებთ, სომხეთი უახლოეს მომავალში ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას''- აცხადებენ აფხაზეთის სომხური...

,,ვიმედოვნებთ, სომხეთი უახლოეს მომავალში ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას”- აცხადებენ აფხაზეთის სომხური თემის წარმომადგენლები

Published on

,,ვიმედოვნებთ,  სომხეთი უახლოეს მომავალში ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა გვესმის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამას'' – განაცხადა „აფხაზეთის სომეხთა კავშირის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ლევონ გალუსტიანმა ერევანსა და სოხუმს შორის გუშინ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე,   რომელშიც დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტარები, ჟურნალისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ლევონ გალუსტიანმა, რომელიც სეპარატისტთა მხარეს იბრძოდა 90 – იანი წლების ეთნოკონფლიქტში და ამ დამსახურების საფუძველზე აფხაზეთის  არაერთი მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის წევრიც არის, ისაუბრა სომხური თემის მდგომარეობაზე აფხაზეთში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანმა მხედველობაში უნდა მიიღოს, რა დიდი ხელშეწყობა აქვს მის თემს აფხაზეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების  მხრიდან.
,,აფხაზეთში 42ათასი სომეხი ცხოვრობს, ისინი   რესპუბლიკის სოციალურ -პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში არიან  წარმოდგენილნი და  არანაირი  პოლიტიკური პრობლემა არა აქვთ. რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს,  ადგილობრივი სომხური   თემის მდგომარეობა არ განსხვავდება აფხაზთა ცხოვრებისაგან თავისი პრობლემებით და მიღწევებით.  აფხაზეთში 26 სომხური სკოლაა გახსნილი, არა გვაქვს შეფერხებები სახელმძღვანელოებთან და პედაგოგიურ კადრებთან დაკავშირებით, სახელმძღვანელოები და სხვა სახის ლიტერატურა, პერიოდული პრესა  შეუფერხებლად გვეგზავნება სომხეთიდან,  სკოლებში ყველა შესაძლებლობაა იმისთვის,  რომ სომეხი ბავშვები ღრმად დაეუფლონ მშობლიურ ენას, ისწავლონ იმ პროგრამით, რომელიც სომხეთშია შემუშავებული და, შესაბამისად, თავისუფლად შეუძლიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისათვის სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში. 
აფხაზეთის სომხური თემი  წარმატებით ასრულებს შუამავლის როლს სომხეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და  სხვა სახის თანამშრომლობის განვითარებაში.  ჩვენთვის მთავარია, რომ კარგი ურთიერთობები გვაქვს აფხაზებთან, სწორედ ამიტომ არის აქ ცხოვრება  ჩვენთვის კომფორტული და ამას დიდად  ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.'' – განაცხადეს ონლაინ პრესკონფერენციის მონაწილეებმა. 
 
 
 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...