მთავარისიახლეებიპოლიტიკაიენს სტოლტენბერგი:"საქართველო ნატოს საკვანძო პარტნიორია,ძალიან ფასეული პარტნიორი"

იენს სტოლტენბერგი:”საქართველო ნატოს საკვანძო პარტნიორია,ძალიან ფასეული პარტნიორი”

Published on

    საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ყოფნის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმის დეტალებს თებერვალში გაასაჯაროვებს.
   „გუშინ განვიხილეთ და მივიღეთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება. დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი. საქართველო ნატო-ს საკვანძო პარტნიორია, ძალიან ფასეული პარტნიორი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია, ერთი წლის წინ გავხსენით ახალი საწვრთნელი ცენტრი, წელს დიდი სსწავლება ჩავატარეთ. ამიტომ, საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვაძლიერებთ პარტნიორობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...