მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საარჩევნო უბნებზე იკვეთება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული'' -ლევან ვარშალომიძე...

,,საარჩევნო უბნებზე იკვეთება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული” -ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს

Published on

ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს. ის საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს შეისწავლოს ის ვიდეო მასალა, სადაც საარჩევნო უბანზე იკვეთება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ლევან ვარშალომიძემ მედიას ვიდეოც წარუდგინა. მისივე თქმით, ვიდეოში ჩანს თუ როგორც უღებს ფოტოს ან ვიდეოს ერთ-ერთი დამკვირვებელი საარჩევნო უბანში კაბინაში შესულ ამომრჩეველს კაბინის ზემო ნაწილიდან.
 
"8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების, შეცდომების და რიგ შემთხვევებში დანაშაულის შემცველი ფაქტების შესწავლის შემდეგ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე ათეული საჩივრით მიმართა ოლქს. დაფიქსირებული ფაქტები, ოლქმა შეაფასა, როგორც “პროცედურული დარღვევა” და სხვა რეაგირება ფაქტებს არ მოჰყოლია. ამასთან, მე და ჩემმა გუნდმა, გავასაჯაროეთ, არაერთი ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევნების დღეს უბნებზე განლაგებულმა კამერებმა გადაიღეს და კადრებში აღმოჩენილ იქნა, უამრავი დარღვევა, მანიპულაცია, გაყალბების ფაქტები და დანაშაულის შემცველი ქმედებები. 
 
გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის ან საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
 
სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება.
 
საჩივარში, რომელიც შეგვაქვს პროკურატურაში, გარდა ვიდეო კადრებისა, მოყვანილია ფაქტები, რომლის დოკუმენტური დამადასტურებელი მტკიცებულებები დედანის სახით ინახება ოლქში, რაზეც ჩვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა პროკურატურას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, შეისწავლოს იგი და მისცეს სამართლებრივი შეფასება", – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...