მთავარისიახლეებიმსოფლიოკონორ მაკგრეგორი თავდასხმისთვის გაასამართლეს

კონორ მაკგრეგორი თავდასხმისთვის გაასამართლეს

Published on

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა თავდასხმის ბრალდებაში დანაშაული აღიარა, რომელიც დუბლინის პაბში მომხდარ ჩხუბს ეხება.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო აგვისტოში გავრცელდა, სადაც მაკგრეგორი მუშტს ურტყამს თავში დესმონ კიოუს, რომელიც დრიმნას მარმარილოს თაღოვან პაბში მოხდა

31 წლის მოკრივე დამნაშავედ იქნა ცნობილი და დაჯარიმდა 1000 ევროთი. მანამდე კი, სასამართლოზე კიოუმ არ მისცა ჩვენება, როგორც დაზარალებულმა და მიიღო მაკგრეგორისგან ბოდიში.

6 აპრილს, მაკგრეგორი საკუთარი ვისკის რეკლამირებას აკეთებდა პაბში, როდესაც ჩხუბი დაიწყო. ამ ინციდენტის შესახებ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ “არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, მე დავუშვი შეცდომა. იმ ადამიანმა დაიმსახურა, რომ კარგად გაერთოს, და არა ისე, როგორც წინაზე”.

ირლანდიელმა მოკრივემ ადრე განაცხადა, სპორტიდან წასვლის შესახებ, მაგრამ მას შემდგომ თქვა, რომ გეგმავს სპორტში დაბრუნებას 2020 წელს. აღსანიშნია, რომ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდგომ ბრძოლა არ ჩაუტარებია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მაკგრეგორს პრობლემები აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ის 2018 წელსაც გაასამართლეს ხულიგნობისთვის

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-50260195

სიახლეები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...

მიზანმიმართული პროვოკაცია ხელოვნურად დაძაბულობის შემოსატანად-კალაძე აქციის მონაწილეებზე

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ,...

ევროკომისია-რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკომისია ამ ეტაპზე სწავლობს "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ პასუხს, რომელიც ევროკავშირის წერილს უკავშირდება. როგორც...

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...