დაბრუნდება თუ არა ზვიად სიჭინავა ზუგდიდში? გამოცემა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ გამორიცხავს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს. "დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი“. სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალ არჩევვნებში მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს. „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს… რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს. ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან“ – განაცხადა გამოცემასთან საუბრისას სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. რაც შეეხება მომავალი არჩევნების თემას – სიჭინავას გაცხადებით, უეფას სუპერთასის ფინალის დამთავრების შემდეგ, უეფასთან ანგარიშს გაასწორებს, აგვისტოს ბოლოს კი აღმასკომის სხდომას მოიწვევს და არჩევნები დაინიშნება.
სიახლეები
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს
მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...
საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...
სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა.
მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...
სიახლეები
პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ
ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....