მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩვენთვის არ განუყენებიათ", - მარტვილში მეუფე პეტრეს მომხრე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

“ჩვენთვის არ განუყენებიათ”, – მარტვილში მეუფე პეტრეს მომხრე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

Published on

პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას განყენებაზე უსამართლოა.

“სინოდი არის ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. მოესმინათ ბოლომდე მეუფესთვის, რომელიც ამბობდა, რომ ხვალ მოიყვანდა მოწმეებს… ამის საშუალება არ მიეცა მეუფეს, რომ სინოდში მოგვარებულიყო ეს ყველაფერი… ჩვენთვის არ განუყენებიათ, ის მეუფეა, ჩამობრძანდება და მოვუსმენთ. მე პირადად არ ვემორჩილები [სინოდის გადაწყვეტილებას]” – ამბობს ერთერთი სასულიერო პირი მთავარ არხთან საუბარში.

იღუმენია თამარის თქმით, სინოდის განჩინება უსამართლოა.

“გავეცნობი განჩინებას და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე, მაინტერესებს, რა კანონით დასაჯეს მეუფე პეტრე, იმ ყველაფრის მერე, რა ინფორმაციასაც მთელი ჭყონდიდის ეპარქია ფლობს, ეს სხდომა იყო პილატეს სასამართლო” – ამბობს იღუმენია თამარი.

ყოფილი მღვდელმთავრის კიდევ ერთი მომხრე სასულიერო პირის თქმით, “ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩემთვის მეუფე პეტრე არის და ყოველთვის იქნება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი”.

პეტრე ცაავას სხვა მხარდაჭერი კი ამბობს, რომ ის მეუფე გრიგოლ კაციას არ მიიღებს.

“გრიგოლ კაცია რომ ჩამობრძანდება, მეუფე [პეტრემ] რომ ვერ შეძლო იქ მოწმეების დაყენება, მოწმეებს დავახვედრებთ აქ, ეს გამოიწვია თავიანთმა საქმის მიმართ დაუდევრობამ, აქამდე მიიყვანეს და საერო გახადეს ეს თემა.

ჩემი აზრია, როცა ჩამობრძანდება, იმ ის სამ თუ ოთხ მოწმეს [დავახვედრებთ აქ]. კიდევ მრავალი ადამიანია, რომელსაც შეხება ჰქონია. ისიც ყველამ იცოდეს, ეს სამი-ოთხი ადამიანი ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნება, არავის გაუკვირდება და გრიგოლ კაციას გაახსენდება ის ნათქვამები, რაც მეუფემ მოუყვა, ჩამობრძანებული რომ იყო და დავფაროთო, რომ თქვა. მე პირადად ასეთ მღვდელმთავარს არ მივიღებ” – ამბობს ის.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...