მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ჭიაბერაშვილი: „ ივანიშვილის მარიონეტების მთავრობაში ერთ პირის ჩანაცვლება მეორით...

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ ივანიშვილის მარიონეტების მთავრობაში ერთ პირის ჩანაცვლება მეორით არსებითად ვერაფერს შეცვლის”

Published on

პრემიერმინისტრის მიერ  მთავრობის სტრუქტურაში დაანონსებულ ცვლილებებს და სამინისტროების ოპტიმიზაციას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
მათი თქმით, ოპტიმიზაციას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება.
„სამინისტროები შეიძლება  გააერთიანო, მაგრამ ბიუროკრატია კიდევ უფრო გაზარდო. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, ხარჯები უნდა შემცირდეს და ეს ხარჯები უნდა მოხმარდეს ისეთ სფეროებს, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა, პენსიებს, მასწავლებლების ხელფასებს, რომელიც უკიდურესად დაბალია. ეს სჭირდება ქვეყანას. ეს განცხადება ჯერჯერობით ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია, რეზულტატი გვიჩვენებს ამის უკან თუ არის ბიუროკრატიის შემცირება გადაწყვეტილი, თუ ეს მხოლოდ პოპულისტური წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც არ უწერია ასრულება,“-განაცხადა ნიკა რურუამ.
ნაციონალური მოძრაობა აქცენტს 2017 წლის ბიუჯეტზეც აკეთებს და აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები კიდევ უფრო გაზრდილია და ის 195 მილიონი ლარია.
„საქართველოს მართავს ივანიშვილის მარიონეტების მთავრობა და შესაბამისად ამ მთავრობაში ერთ პირს გამოცვლიან მეორეთი თუ მეორეს გამოცვლიან მესამეთი, ეს არსებითად ვერ შეცვლის მდგომარეობას,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...