მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სინოდის სხდომას დაესწრება - ექიმი

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სინოდის სხდომას დაესწრება – ექიმი

Published on

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სავსებით დამაკმაყოფილებელია და ის წმიდა სინოდის სხდომას დაესწრება.

“ის თავს კარგად გრძნობს, ჩვეულებრივად, როგორც იყო, მისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში. ასე რომ ყველაფერი ნორმალურად არის. მას ამ გაციების ეპიზოდის გამო, რაც იყო ამ ერთი კვირის წინ, ამის გამო დამატებითი კვლევები არ სჭირდება” – თქვა ცისანა შარტავამ.

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, “წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა”. სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება. 

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

სიახლეები

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...