მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით თარხან-მოურავი გაღიზიანებულია: "მე ვარ პარტიის პირველი პირი, ირმა ინაშვილი -...

დავით თარხან-მოურავი გაღიზიანებულია: “მე ვარ პარტიის პირველი პირი, ირმა ინაშვილი – მეორე ”

Published on

,,პატრიოტთა ალიანსის''  თავმჯდომარე  დავით თარხან-მოურავი  განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ თქვა უარი აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე ? –   მისი თქმით, თავდაპირველად გეგმავდა  აჭარის მთავრობას თავად ჩადგომოდა სათავეში, მაგრამ  ახლა, როცა პატრრიოტთა ალიანსმა იქ მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა, ამის აზრს ვერ ხედავს. ასეთ პირობებში იგი ვერ შეძლებს დაპირებების ასრულებას, ამიტომ ადგილი სიის მეორე ნომერს დაუთმო თავად კი პარტიას უხელმძღვანელებს.
,,აჭარის უმაღლეს საბჭოში ჰქონდა აზრი შესვლას, როგორც მე ვამბობდი რვა კაცით.  ვინაიდან ეს ასე არ მოხდა და პატრიოტთა ალიანსს მხოლოდ 1 კაცი "გააყვანინეს", ახლა ერთი კაცით შევიდე, მე ვერ ვხედავ ამაში აზრს. სწორედ იმიტომაც გააკეთეს ისე, რომ ერთი კაცი შესულიყო რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ. 
მე ვარ პარტიის პირველი პირი, ირმა ინაშვილი არის მეორე პირი. ჩვენ, პარტიამ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ნომერი იქნებოდა გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, მე კი ვიქნებოდი პირველი ნომერი აჭარის სიის იმ მიზნით და იმედით, რომ აჭარაში 8 კაცს მაინც გავიყვანდით, 11-კაციან კოალიციას შევქმნიდით და გვექნებოდა ძალა, რომ დაგვემტკიცებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მე თვითონ ჩავუდგებოდი აჭარის მთავრობას სათავეში. მიზანი იყო, რომ ჩავდგომოდი აჭარის მთავრობას სათავეში. ახლა იქ ჩვენ დაგვიწერეს 1 ხმა, 1 კაცი გაგვაყვანინეს, რაც უდავოდ სიყალბეა. აქ ამ ტერმინს არ შევუშინდები. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ერთმა კაცმა რა შემიძლია გავაკეთო აჭარის უმაღლეს საბჭოში? იმისთვის, რომ პარტიის პოზიცია დავაფიქსიროთ სხვადასხვა საკითხებზე, ამას გააკეთებს მეორე ნომერიც, მესამეც და მეოთხეც, რომელიც სიაშია და პარტიას ხომ უნდა ვუხელმძღვანელო მე? ამიტომ აზრი დაკარგა. მე იმ დაპირებების აღსრულებას ვერ შევძლებ და პოზიციის გამოხატვას შეძლებს მეორე ნომერიც", –  განაცხადა  დავით თარხან-მოურავმა GDS-ის ეთერში
 

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...