მთავარისიახლეებისაზოგადოებაციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა

ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა

Published on

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

სამიტზე ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

ღონისძიების თანამასპინძლები ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი იყვნენ. ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს დელეგაციის წევრებიც.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...