მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არჩევნების შედეგები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიწერა'' - საქალაქო სასამრთლოში ლეიბორისტების სარჩელის...

,,არჩევნების შედეგები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიწერა” – საქალაქო სასამრთლოში ლეიბორისტების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

Published on

ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბებაში სახელმწიფოს ყველა უწყება იყო  ჩართული  და ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის მითითებით.
,„ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დეფაქტო მმართველი. ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიხატა, დაიხაზა, დაიწერა არჩევნების შედეგები, ცესკო-მ გადაწერა და გამოაქვეყნა. ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი გახლავთ ივანიშვილი. მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი, ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა  საქალაქო სასამართლოში, სადაც  ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პარტია  რამდენიმე შემაჯამებელი ოქმის ბათილობას და ცალკეულ საარჩევნო ოლქებში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს და აცხადებს რომ ხელთა აქვს ყველა მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებულ ოლქებში ცესკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმები გაყალბდა.
ლეიბორისტულმა პარტიის ინტერესების დამცველებმა  დააყენეს შუამდგომლობა რამდენიმე პირის მოწმედ გამოცხადების შესახებ, თუმცა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
 
 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...