მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები იქნება, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები იქნება, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ

Published on

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს  ადასტურებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებები იქნება, თუმცა მას შემდეგ, რაც დასრულდება არჩევნების მეორე ტური.
პრემიერმა სამინისტროების ოპტიმიზაციის  საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
„ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგემება.  სჯობს დავიცადოთ,  ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. ჯერ  არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს.
"შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა  და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...